„მეგობრობა იწყება ღიმილით“ - ჭივჭავის საჯარო სკოლის მე-3 კლასში სადამრიგებლო საათი ჩატარდა
19-12-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭივჭავის საჯარო სკოლის მე-3 კლასის ხელმძღვანელმა, ლანა ხაბულიანმა ჩაატარა სადამრიგებლო საათი თემაზე - „მეგობრობა იწყება ღიმილით“. მოსწავლეებს ანიმაციური ფილმები წარუდგინა და ამის მაგალითზე ადამიანთა ურთიერთობებზე დისკუსია გაიმართა.

წარდგენილი ანიმაციური ფილმები გახლდათ „ფლო“ და „ჟირაფი, რომელსაც სიმაღლის ეშინოდა“. მოსწავლეებმა ისაუბრეს როგორ ვეხმარებით სხვებს, როგორ გვეხმარებიან სხვები და სხვა ჰუმანურ საკითხებზე, რომლების განხილვა მნიშვნელოვანია პატარებთან, რადგან გაუჩნდეთ შემწყნარებლობისა და თანადგომის სურვილი.

როგორც გვიყვებიან, მოსწავლეებმა აგრეთვე  წაიკითხეს რევაზ ინანიშვილის მოთხრობა „კაცები“. ტუტორის აზრით, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მიღებული ცოდნის პირად ცხოვრებაში გამოყენება. სადამრიგებლო საათის მიზანი იყო კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარ -ჩვევების განვითარება. მიეღოთ ახალი ინფორმაცია, ადამიანთა ურთიერთობების შესახებ, მეგობრობის შესახებ, განავითაროს მოსწავლეთა მეტყველება და აზროვნება და რაც მთავარია მოხდეს სიკეთის კულტივირება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203