ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაქალაქის შესახებ პრეზენტაციები მოამზადეს
19-12-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, მეხუთეკლასელებმა ისტ-ის გაკვეთილზე, წყვილებში შეასრულეს დავალებები. გაკვეთილს მარინა ავეტიანი ხელმძღვანელობდა.

საგაკვეთილო თემა იყო თბილისი.  მოსწავლეებმა გააკეთეს პრეზენტაციები და წარადგინეს კლასის წინაშე.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პრეზენტაცია წარიმართა ქართულ ენაზე და საკმაოდ ინფორმაციული იყო.

მოსწავლეებისთვის პრეზენტაციაზე წყვილებში მუშაობა კიდევ უფრო სახალისო და სამოტივაციო აღმოჩნდა.

სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, ხშირად ხორციელდება ინფორმაციული და შემეცნებითი ღონისძიებები, სადაც აქტიურად ერთვებიან მოსწავლეები, ეცნობიან ახალ ინფორმაციებს და აუმჯობესებენ თავიან შესაძლებლობებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203