„ჯანსაღი ცხოვრების წესი და აზარტული თამაშები“ - ახალქალაქის N5 სკოლის მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში, პოლიციელს უმასპინძლეს
19-12-2022

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლა ღირსეულ მოქალაქეებს ზრდის. ამ მიზნით კი მოსწავლეებს არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობს. 

მათ შორის, სკოლაში პროგრამის - „სამართლებრივი კულტურა“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა - გაკვეთილი პოლიციელთან.

გაკვეთილის თემა იყო „ჯანსაღი ცხოვრების წესი და აზარტული თამაშები“. საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა გაკვეთილი. 

მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიურად და დიდი ინტერესით ჩაერთნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. 

სკოლაში გაკვეთილის სტუმარსა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს მადლობას უხდიან. 

„მადლობა ბატონ ბესო ბუხრიკიძეს და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ასეთი აქტიური ჩართულობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203