„ელემენტთა იზოტოპური შედგენილობა“- დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადახდვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებას ხშირად მართავენ. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლებმა და კოლეჯის ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სტუდენტებმა პრეზენტაცია - „ელემენტთა იზოტოპური შედგენილობა“ წარადგინეს. მათ თემაზე უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
შეხვედრა კოლეჯ „ჰორიზონტში" გაიმართა.
აქტივობის ხელმძღვანელი ქიმია-ბიოლოგის მიმართულებით ინტეგრირებული ზოგადი მოდულის პედაგოგი ირმა გვენეტაძე იყო.
იხილეთ ფოტოები: