სორმონის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეებს პედაგოგები სხვადასხვა აქტივობაში რთავენ.
ამჯერად, მე-2 კლასში მათემატიკის ღია გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა ორნიშნა რიცხვების შედარება. ასევე, რიცხვში თანრიგების დასახელება და შედარება, სავარჯიშოებზე დაყრდნობით, რიცხვების შედარებაზე დასკვნის გამოტანა იყო.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ და ცოდნა გაიღრმავეს.
გაკვეთილს პედაგოგი გულიკო ბოჭორიშვილი უძღვებოდა, რომელმაც მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა.
იხილეთ ფოტოები: