სორმონის საჯარო სკოლის მე-7 კლასში თემაზე - „ადრეული ქორწინება“ სამოქალაქო განათლების საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლის მასწავლებლები მოსწავლეების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სამოქალაქო განათლების ღია გაკვეთილი მე-7 კლასში ჩატარდა. მისი თემა ადრეული ქორწინება იყო. მოსწავლეები შესაბამის ინფორმაციას გაეცნენ და იმსჯელეს, თუ რატომ არის ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევა და რამდენად უშლის იგი ხელს ადამიანის საზოგადოებაში დამკვიდრებას.
მეშვიდეკლასელებმა თავიანთი პოზიცია და სათქმელი ღიად დააფიქსირეს.
მათი პედაგოგი მარიეტა შალამბერიძეა.
იხილეთ ფოტოები: