ქუთაისის N16 სკოლის ისტორიის პედაგოგმა, ლევან ბანძელაძემ​ VII კლასში სამფაზიანი საჩვენებელი გაკვეთილი​ ჩაატარა
19-12-2022

ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა. პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

მათ შორის, ისტორიის პედაგოგმა, ლევან ბანძელაძემ VII კლასში ჩაატარა ​სამფაზიანი საჩვენებელი გაკვეთილი. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში, ერთმანეთს უსვამდნენ გონივრულ კითხვებს. გაკვეთილი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით.

სკოლის დირექციამ და ხარისხის მართვის ჯგუფმა გაკვეთილი დადებითად შეაფასა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203