„სტუმრად მუზეუმში“ - ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი
19-12-2022

ტყიბულის N4 საჯარო სკოლა მოსწავლეებმა საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია, საგანმანათლებლო პროექტი - „სტუმრად მუზეუმში“, რომელზეც მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეებმა საგანში - „მე და საზოგადოება“ იმუშავეს. 

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში მშობლიური ქალაქის ისტორიული წარსულის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

მოსწავლეები პროექტის ფარგლებში, ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ესტუმრნენ და წარმოდგენილი ექსპონატები დაათვალიერეს. მოსწავლეებმა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ თავიანთი შთაბეჭდილებები და გულწრფელი ემოციები ​ჩანახატების საშუალებით გადმოსცეს.

ტყიბულის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები - ელისო ბუიღლიშვილი და მაია გაბრიჭიძე მადლობას უხდიან ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებს, ექსკურსიამძღოლ გიორგი წერეთელს სასიამოვნო და საინტერესო მასპინძლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203