ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი მოინახულეს
19-12-2022

აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის X და X კლასებში ხელოვნებასა და მუსიკაში პროექტები აქტიურად ხორციელდება. ამჯერად, კი მოსწავლეები პროექტის ფარგლებში მუზეუმში იმყოფებოდნენ.

X და X კლასების მოსწავლეებმა, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი დაათვალიერეს. გასვლითმა გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა. მუზეუმის თანამშრომლებისგან კი ბავშვებმა ექსპონატების წარმომავლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

„განსაკუთრებით, ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის გიდის - ქალბატონი მარინე სულაქველიძის საოცრად თბილი დახვედრა გვინდა, რომ აღვნიშნოთ. მან კომპოზიტორის მოღვაწეობა საინტერესოდ წარმოგვიდგინა, ასევე ცნობილი ოპერა აბესალომ და ეთერი, აბიო მეფე.... და მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის შესრულებით „დამისხი დამალევინე“ მოგვასმენინა“,- გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ქალბატონ მარინას დიდი სიამოვნებითა და ყურადღებით მოუსმინეს და საუკეთესო შეფასებებიც დაიმსახურეს : „კულტურული და საუკეთესო მსმენელები“. დასასრულს კი მარინე სულაქველიძემ მოსწავლეებს კომპოზიტორის როიალზე სასურველი ნაწარმოების შესრულების უფლება მისცა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203