გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბარბარობის ტრადიციები მოიძიეს
19-12-2022
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში,1-ლი და მე-3 კლასის, მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკა გერგაიას ხელმძღვანელობით, ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და საინტერესო აქტივობებით გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას.
„პატარა მზარეულებმა“, თავიანთი პატარა ხელებით გაამზადეს ლობიანები, გაშალეს სუფრა და გულღიად გაუმასპინძლდნენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. ყოველივე ამაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებისთვის, ძალიან დასამახსოვრებელი და სასიამოვნო დღე იყო, მიიღეს ახალი ინფორმაცია, განახორციელეს სახალისო და საინტერესო აქტივობები და სტუმრებს, თავისივე გამომცხვარი გემრიელი ლობიანებით უმასპინძლეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს