„მოდა ბრუნდება - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“ - ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
19-12-2022

ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციებს ხშირად მართავენ. ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა, თემაზე - ,,მოდა ბრუნდება - ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია“, საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები ბარაკოსა და როკოკოს პერიოდის მოდაზე სლაიდების სახით წარადგინეს. ბავშვებმა ქართულ ტრადიციულ სამოსზე და თანამედროვე მოდის შესახებ ისაუბრეს. ასევე,  აღნიშნული ეპოქები თავიანთი შემოქმედებით - სამეჯლისო, ქართული და თანამედროვე ცეკვით გააცოცხლეს. ბოლო კი მოსწავლეებმა აუდიტორიას საინტერესო რეცეპტიც შესთავაზეს - „თუ ვერ ვახერხებთ მოდის ტენდენციების მიმდევრობას გარკვეული მიზეზების გამო, წარმატების რეცეპტად შეიძლება სისადავე მივიჩნიოთ. ჩავიცვათ კლასიკური, შავი ან სხვა ფერის კაბა და უბრალოდ გავამდიდროთ შესაბამისი სამკაულით“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა.

მოსწავლეებმა ღონისძიების მსვლელობის დროს, თავიანთი ხედვები, შემოქმედებითი უნარები გამოვლინეს და დრო ხალისიანად გაატარეს. მათ მიერ ჩატარებულმა პრეზენტაციამ კი ყველას მოწონება დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეების უნარების გაუმჯობესებისთვის და მოტივაციის ამაღლებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203