ელიტური სკოლა „გორდას“ მოსწავლეებმა ყველასთვის საყვარელი საბავშვო ზღაპრის გმირები გააცოცხლეს
19-12-2022

ბათუმის ელიტური სკოლა „გორდას“  IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გაითამაშეს.

პატარა მსახიობებმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საბავშვო ზღაპარი გააცოცხლეს და  მაყურებელს წარუდგინეს.

ძმები გრიმების ეს შედევრი არაჩვეულებრივად წარმოადგინეს სკოლის მოსწავლეებმა: ანასტასია სანიკიძემ, ანდრია მალაყმაძემ, თამუნა ვერძაძემ, ბარბარე რიჟვაძემ, ელენე კონცელიძემ, ანა ნემსაძემ, ელენე ეგიაზაროვამ, სერგი ცინცაძემ, ელენე ვარშანიძემ, ლუკა რამიშვილმა, თომა ბერიძემ, ლიზი ფუტკარაძემ და დაჩი ქათამაძემ.

სპექტაკლს, ინგლისური ენის პედაგოგი ლონდა კალანდარიშვილი ხელმძღვანელობდა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპექტაკლი ძალიან საინტერესო იყო, მოსწავლეები საგანგებოდ იყვნენ მომზადებულნი სპექტაკლისთვის. სკოლა მათ მადლობას უხდის აქტიურობისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობებში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203