ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო
19-12-2022

ახალქალაქის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვა სფეროში აქტიურად ავლენენ. ამჯერად, კი სკოლაში, მათ მიერ შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო.

აქტივობაში, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედებითი უნარები და ხედვები გამოვლინეს მონაწილეობა ყველა მსურველმა მიიღო. ნახატებმა, რომლებმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურეს, სკოლის კედლები დაამშვენეს, ავტორები კი დასაჩუქრდნენ. ბავშვებმა დრო ხალისიანად და ნაყოფიერად გაატარეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის აუცილებელია. ეს მათ სკოლაში სიარულის სურვილს უღვიძებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში გატარებული ყოველი წუთი მოსწავლეებს სიხარულს და სითბოს ანიჭებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203