„ჩვენი საახალწლო ზღაპარი“ - ელიტური სკოლა „გორდას“ მესამეკლასელები ახალი წლის დღესასწაულს მოუთმენლად ელიან
19-12-2022

ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ წინასაახალწლო სამზადისი დაიწყო, ||| კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანი ქილიფთართან ერთად, სადღესასწაულო განწყობა შექმნეს საკლასო ოთახში.

ძალიან დასამახსოვრებელი, სასიხარულო და სასიამოვნო დღე იყო, როგორც დამრიგებელი უწოდებს „ანის ვარსკვლავები“-თვის. მოაწყვეს ფოტოსესია დამრიგებელთან ერთად, ითამაშეს და იაქტიურეს. მესამეკლასელები დიდი იმედებით ელიან ახალი წლის შემობრძანებას.

განსაკუთრებით ბავშვებისთვის არის სასიხარულო დღესასწაული, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი განწყობის ამაღლება. აუცილებელია სასწავლო სივრცე მყუდრო და სასიამოვნო გარემოდ იქცეს. მსგავსი აქტივობების განხორციელება და საერთო სიხარულის ერთად გაზიარება კი ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია.

„სიხარულით სავსე გულებით ველოდებით 2023 წელს. დაე, აგვიხდეს ის, რაზეც ვდუმვართ...“ - ასეთია ელიტური სკოლა „გორდას“ პედაგოგის და მისი მოსწავლეების საახალწლო მოლოდინი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203