დისველის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
19-12-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლაში,  მე-10 კლასის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს და მე-16 საუკუნის ინგლისში იმოგზაურეს. 

ინგლისური ენის პედაგოგის - მაია ჭეხაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა, ინგლისურენოვანი პრეზენტაცია წარადგინეს, ერთმანეთს თავიანთი შეხედულებები და მოსაზრებები გაუზიარეს. აქტივობამ საგაკვეთილო პროცესს მეტი მრავალფეროვნება შემატა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ინგლისურ ენაშიც დაიხვეწნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პრეზენტაციები, უცხო ენებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არა მხოლოდ უცხო ქვეყნის წესებს ეცნობიან, არამედ მეტი ინტერესითა და ხალისით აგრძელებენ ენის შესწავლას. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203