ეწერის საჯარო სკოლის მესამეკლასელები საახალწლო კონკურსში მონაწილეობდნენ
19-12-2022
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა და ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სახელწოდებით - „შექმენი შენი საახალწლო ნაძვის ხე“ მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობისას, მხოლოდ საკანცელარიო ნივთების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდათ, რამაც კიდევ უფრო დაძაბული და საინტერესო გახადა კონკურსი.

კონკურსი საკმაოდ სანახაობრივი და მრავალფეროვანი იყო, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ და სასაწავლო პროცესში შემოიტანეს საახალწლო, ამაღლებული განწყობა.

კონკურსს მასწავლებელი მარინა მინდაძე ხელმძღვანელობდა.

სკოლის დირექცია მოსწავლეებსა და პედაგოგს მადლობას უხდის საინტერესო და სანახაობრივი აქტივობის განხორციელებისთვის და უსურვებს მათ წარმატებას.


იხილეთ ფოტობი:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203