ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლე ტრისტან ჯანელიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თასზე, ჭიდაობა-ძიუდოში საპრიზო ადგილი დაიკავა
19-12-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აქტივობაში.

ამჯერად, ამავე სკოლის მოსწავლემ, ტრისტან ჯანელიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის თასზე,  ჭიდაობა-ძიუდოში, წარმატებით იასპარეზა და მე-2 ადგილი დაიკავა. გამარჯვებული მონაწილეები, სიგელითა და დიპლომით დააჯილდოვეს. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრება ლაშა გოგიაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა. 

მსგავსი აქტივობები მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამასთანავე შეჯიბრებები მათ გამარჯვების სურვილს უმძაფრებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203