ყარაჯალის საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონათა გუნდის წარმატება სპორტული ოლიმპიადის რაიონულ ტურში
19-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები წარმატებას სხვადასხვა სფეროში ხშირად აღწევენ. ამჯერად კი, ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა, მასწავლებლის ა. აბდულაევის ხელმძღვანელობით, სპორტული ოლიმპიადის რაიონულ ტურში წარმატება მოიპოვა და 1-ლი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებული გუნდის მონაწილეები სიგელებით დაჯილდოვდნენ და თავიანთი შედეგებითა და წარმატებით ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ.

მსგავსი აქტივობები და შეჯიბრებები მოსწავლეთა შორის მოტივაციის ამაღლებისა და უნარების გაუმჯობესებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203