ჩოხატაურის N1 სკოლის კლუბის - „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“ წევრები სამრეწველო ინოვაციებს გაეცნენ
19-12-2022

ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში კლუბი - „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“ წარმატებით ფუნქციონირებს. 

კლუბის წევრები სხვადასხვა შემეცნებით აქტივობებში არიან ჩართულნი.

12 დეკემბერს, კლუბის წევრები ოზურგეთის ტექნოპარკს სტუმრობდნენ.

მოსწავლეები სამრეწველო ინოვაციებს გაეცნენ, დაათვალიერეს მაღალტექნოლოგიური დანადგარები გაესაუბრნენ კვალიფიციურ სპეციალისტებს და მათგან ახალი და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

„ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გარემოში, ძალიან კომპეტენტური და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანების დახმარებით გავეცანით სამრეწველო ინოვაციებს, უახლეს დანადგარებს, შევიტყვეთ სიახლეები ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებული კურსებისა თუ ბანაკების, პროექტების შესახებ. აღფრთოვანებული და საოცარი შთაბეჭდილებების ფონზე დავბრუნდით მშობლიურ სკოლაში, ახალი იდეებით, შესაძლებლობებით და მოტივაციით.

დიდი მადლობა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტისთვის, რომელიც ჩვენს ცხოვრებას ყოველდღიურად ცვლის უკეთესობისკენ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203