ყარაჯალის საჯარო სკოლაში მეათეკლასელი აისელ ოსმან ყიზის ნახატების გამოფენა მოეწყო
19-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში აქტიურად მონაწილეობენ. ამჯერად, მე-10 კლასის მოსწავლე აისელ ოსმან ყიზიმ, წარმატებას სამხატვრო საქმიანობაში მიაღწია. მისი ნახატების გამოფენა სკოლაში მოეწყო

ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედება ყველას ძალიან მოეწონა. აღსანიშნავია, რომ ნახატებმა და ხელნაკეთმა ნივთებმა დამთვალიერებლებში აღფრთოვანება გამოიწვია. 

მსგავსი აქტივობების განხორციელება აუცილებელია მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებისთვის. ისინი საკუთარ შესაძლებლობებში რწმუნდებიან და სურვილი უჩნდებათ იმისა, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწიონ.

იხილეთ ვიდეო:

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203