ტყიბულის N6 სკოლის მოსწავლე გიორგი არაბიძე ინგლისური ენის ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
19-12-2022

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის,  III კლასის მოსწავლე გიორგი არაბიძემ მონაწილეობა მიიღო, „კინგსის“ ოლიმპიადის 2022 გაზაფხულის სეზონის ინგლისური ენის ლიგაში და წარმატებული მონაწილეობისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.

გიორგის, კლასის დამრიგებელი ფატიმა რობაქიძე და ინგლისური ენის პედაგოგი - თამარ გვენეტაძე, წარმატებას და წინსვლას უსურვებენ.

ტყიბულის N6 საჯარო სკოლა, მოსწავლეებს ყოველთვის უწყობს ხელს, შეძლონ საკუთარი შესაძლებლობის წარმოჩენა, გამომდინარე აქედან ბავშვები ხშირად ერთვება სხვადსხვა საინტერესო და შემეცნებით პროექტებში.

„ვულოცავთ გიორგის და მის პედაგოგებს ამ წარმატებას!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203