გომბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ვიქტორინა გაიმართა
19-12-2022

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებისთვის აქტიურად ზრუნავენ. ამ მიმართულებით სკოლაში სახალისო, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები  ხშირად ტარდება.

ამჯერად, სკოლაში, მასწავლებლების -  ნაირა  ლეჟავასა და ხათუნა მშვენიერაძის ხელმძღვანელობით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს შორის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ვიქტორინა გაიმართა.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები და უნარები გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ბოლოს კი გამარჯვებული გუნდიც გამოავლინეს, რომლის წევრებიც იყვნენ: სალომე ბუჯიაშვილი, მარიამ სკვარცოვა, დიმიტრი ღვინიაშვილი ალექსანდრე შეთეკაური და რუსლან ბაბაევი. გამარჯვებულები დამსახურებული სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში მსგავსი აქტივობების ჩატარება მოსწავლეების განვითარებისთვის და უნარების გაუმჯობესებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203