„წელიწადის დროების გაპაექრება“ - შუასურების საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა
19-12-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, წელიწადის დროების თემატიკაზე, საინტერესო და სახალისო ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლია რამიშვილი ხელმძღვანელობდა.

ღონისძიებაზე - „წელიწადის დროების გაპაექრება“, მოსწავლეებმა კრეატიულად წარმოადგინეს წელიწადის ოთხივე დრო. შექმნეს ორიგინალური დეკორაციები, გააფორმეს დეკორაციებით და თითოეული დროზე, მრავალფეროვნად მორთული კუთხე წარმოადგინეს. ღონისძიება რამდენიმე ეტაპად წარიმართა. 

ღონისძიების დასასრულს, მოსწავლეები აქტიური მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.

ღონისძიება ძალიან სახალისო და შემეცნებითი იყო, მოსწავლეები დიდი სურვილით ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში. ბავშვებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისა და განვითარების საშუალება მიეცათ.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203