ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-4 და მე-2 კლასების მოსწავლეებმა ჟურნალისტისა და პიარ მენეჯერის როლები მოირგეს
19-12-2022

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-4 და მე-2 კლასების მოსწავლეები მედიწიგნიერების კვირეულის მიმდინარეობაში ჩაერთნენ. 

კლასის ხელმძღვანელები ინგა მეტონიძე და ქეთევან გედენიძე, ქართული ენის პედაგოგ აზა ჯამბურიძესთან ერთად, მოსწავლეებს ცნობიერების ამაღლების მიზნით, მედიაწიგნიერების რაობაზე ესაუბრნენ და კონკრეტული სიტუაციური ამოცანებიც განიხილეს.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მოხალისე მოსწავლეებმა სურვილისამებრ ჟურნალისტისა და პიარ მენეჯერის როლები მოირგეს. მათ საკუთარი ხელით შექმნილი რესურსი აუდიტორიის წინაშე ეფექტური რეკლამით წარადგინეს, მათ მოუწიათ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გაეცათ პასუხები იმ კრიტიკულ კითხვებზე, რომელიც „ჟურნალისტებმა“ დასვეს.

„მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ ციფრულმა ეპოქამ ყველას გაუადვილა მედიის შექმნა. რომ ჩვენ ყოველთვის არ ვიცით, ვინ შექმნა გზავნილი, რატომ შექმნა და რამდენად სანდოა. ამიტომ კრიტიკულად უნდა ვაანალიზებდეთ ყველა მედიაგზავნილს და უნდა შევძლოთ დასვათ შეკითხვები:
ვინ შექმნა ეს პროდუქტი?
რა არის მისი შექმნის მიზანი?
ვისთვის არის განკუთვნილი?
პედაგოგებმა დასახულ მიზანს მიაღწიეს და თანამშრომლობითი კულტურის მაგალითც გვაჩვენეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოიტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203