ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების თემაზე მოსწავლეთა შექმნილი პლაკატების გამოფენა მოეწყო
19-12-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ. 

ამჯერად, მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის მიმდინარეობაში საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა ჩაერთო. წევრების ინიციატივით პლაკატების გამოფენა მოეწყო.

V-IX კლასის მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები მოამზადეს, სათქმელი გააჟღერეს და შემდეგი რჩევები გასცეს:

  • ყოველთვის გადაამოწმე ინფორმაცია - არ გახდე ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი ან გამავრცელებელი;
  • ინფორმაცია გადაამოწმე პირველად წყაროსთან, გადაამოწმე ავტორი და წყარო - რამდენად სანდოა ის, გაიგე რამდენად ახალია ინფორმაცია და გადაამოწმე გამოქვეყნების თარიღი;
  • GOOGLE image search და tineye.com საიტებით ადვილად დაადგენ ფოტო და ვიდეო მასალა ნამდვილია თუ ყალბი;
  • ერთი google ძიება არ არის საკმარისი ფაქტების გადამოწმებისთვის, გამოიყენე და გაეცანი სხვადასხვა წყაროს;
  • გახსოვდეს, რომ ემოციებით გაგიჭირდება ინფორმაციის კრიტიკულად შეფასება, „წაიკითხე“ სტრიქონებს მიღმა - დაფიქრდი რა არის გზავნილის მთავარი მიზანი;
  • ყურადღება მიაქციე რეალობასთან შეუსაბამო მეტისმეტად ცუდ ან კარგ ამბავს და გადაამოწმე ის;
  • გახსოვდეს პირად ინფორმაციას შენზე და შენ ახლობლებზე, რომელსაც სოციალურ ქსელში აზიარებ სხვებიც ხედავენ;
  • უცხო ადამიანებისგან მეგობრების თხოვნაზე დათანხმებამდე შეამოწმე მათი პროფილის გვერდები, შეიძლება ტროლები ან ბოტები აღმოჩდნენ;
  • სოციალური ქსელები ნებისმიერი მომხმარებლის online ქცევას სწავლობენ - დაუკვირდი, პოსტებსა და ფოტოებს, რომელსაც იწონებ ან აზიარებ;
  • გახსოვდეს, რომ ნებისმიერი არასწორი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის გაზიარების შემთხვევაში, დეზინფორმაციის გავრცელებაზე პასუხისმგებელი შენც ხარ.
აღსანიშნავია, რომ მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, სამოქალაქო განათლების კლუბის - „აქტიური მოქალაქე“ წევრებმა საინფორმაციო შინაარსის ბუკლეტი - გახდი მედიაწიგნიერი, გადაამოწმე ინფორმაცია შექმნეს. მათი ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლია კუხიანიძე იყო.

ბუკლეტში ვეცნობით ინფორმაციას - რა არის ყალბი ამბავი? და ვიღებთ სასარგებლო რჩევებს თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია და როგორ ამოვიცნოთ ტროლი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203