ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებს ხელოვნებისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩაუტარდათ
19-12-2022
ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-2 და მე-2 კლასებში ხელოვნებისა და ისტ-ის ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა. 
 
აქტივობა მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მისი მიზანი ისეთი აქტუალური საკითხების განხილვა იყო, როგორიცაა დეზინფორმაცია, უსაფრთხო ინტერნეტი, მედიაწიგნიერი ადამიანის აღზრდა.

მოსწავლეები მასწავლებლების მომზადებულ პრეზენტაციებს გაეცნენ, გაიმართა დისკუსია. ისინი გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

გაკვეთილის ბოლოს შექმნეს ნახატები, სადაც დეზინფორმაციის შედეგად მიღებული ემოციები გადმოსცეს.

კლასების დამრიგებლები მარინა მაღლაკელიძე და ნათია ჟორჟოლიანი, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამთა გაჩეჩილაძეა.

„მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დღევანდელ ცხოვრებაში მნიშვნელოვანია ვიყოთ მედიაწიგნიერი ადამიანები, შევძლოთ ინტერნეტისა და საინფორმაციო არხების მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენება“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203