ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა STEM მოდელების შექმნაზე იმუშავეს
19-12-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში. ამჯერად, სკოლა, პროგრამა- eTwinning-ის ფარგლებში, STEM მიმართულებით, საკლუბო სამუშაოებისთვის განსახორციელებელ ათ საპილოტე სკოლას შორის შეირჩა. შერჩეულ სკოლებს შესაბამისი სასაჩუქრე ნაკრები და პროექტების კომპლექტი გადაეცათ.

9 დეკემბერს, ვარდისუბნის საჯარო სკოლის VI-VIII-IX კლასების 17 მოსწავლე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი eTwinning-ის ფარგლებში STEM მიმართულებით საკლუბო სამუშაოებში, პედაგოგ ხათუნა ასანიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით,  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ, STEM მიმართულების კლუბ „ჩხირკედელაში“ იმყოფებოდა. ბავშვებმა „ჩხირკიდელას“ ინსტრუქტორების დახმარებით, სხვადასხვა STEM მოდელების შექმნაზე იმუშავეს და საინტერესო სიახლეებს გაეცნენ. მოსწავლეებმა დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს.

სკოლა, eTwinning პროგრამის ხელმძღვანელს - ხატია მატკავას, შეხვედრის ორგანიზებისთვის, ბატონ ნუგზარ მოსულიშვილს და ყველა მასპინძელს გულთბილი დახვედრისთვის და მოსწავლეთათვის STEM პროექტებზე სამუშაოდ არაჩვეულებრივი სამუშაო გარემოს შექმნისთვის დიდ მადლობა უხდის.

აღსანიშნავია, რომ მსგავს პროგრამებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეთა განვითარებისთვის და მოტივაციის ამაღლებისათვის. ბავშვები, სხვადასხვა მიმართულებით ცოდნას იძენენ და გამოცდილებას აგროვებენ, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203