„ჩემი სამშობლოს ისტორია ჩემი სოფლის სიყვარულით იწყება“ - გურიანთის საჯარო სკოლის IX -X კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტი
16-12-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის IX -X კლასის მოსწავლეებმა, კლასის ხელმძღვანელებთან - დარეჯან გაბუნიასა და ინგა მალაზონიასთან ერთად, პროექტი - „ჩემი სამშობლოს ისტორია ჩემი სოფლის სიყვარულით იწყება“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში, ადრექრისტიანული ხანის ვაშნარის ნაქალაქარში, მოეწყო ექსკურსია. ბავშვები დიდი შემართებით ემზადებოდნენ ამ ექსკურსიისთვის და საბოლოოდ ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ განხორციელებული გასვლითი ღონისძიებით.
პროექტის მიზანს, სოფლის ისტორიის უკეთ შესწავლა, უცნობი და საინტერესო ინფორმაციების მოძიება და შემდეგ მათი სასკოლო თემისთვის გაცნობა წარმოადგენდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს