სახალისო თამაში მათემატიკაში - საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში კონკურსი გაიმართა
16-12-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-2, მე-3 და მე-4 კლასებში მათემატიკაში მხიარული თამაში - „ყველაზე ჭკვიანი“ ჩატარდა.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
მე-2 კლასში „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტული - ვასილისა პუშკაროვამ, მე-3 კლასში - ალექსანდრე ჯანჯღავამ, მე-4 კლასში - ანასტასია პუშკაროვამ დაიმსახურა. ამ სამეულიდან კი გამარჯვებული ანასტასია გახდა.
აქტივობის ორგანიზატორები მაია გიორგაძე და მამისა ფიფია იყვნენ.
„მადლობა ყველა მონაწილეს და სკოლის პედკოლექტივს თანადგომისთვის, დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და სახალისო გამოვიდა“,- აღნიშნავენ მასწავლებლები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს