ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეების - ზოია ბულუდიანისა და კარაპეტ ბალიანის წარმატება ნახატების კონკურსში
16-12-2022
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა თუ პროექტებში ხშირად ერთვებიან.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ზოია ბულუდიანმა და კარაპეტ ბალიანმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „თხა და მელიას“ მიხედვით, ნახატები შექმნეს და ეროვნული სასახლის მიერ მოწყობილ ღონისძიებაში გაიმარჯვეს.
მათ სიგელები და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კრებული გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.