
თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის IX - X კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო.
მოსწავლეები, კლასის ხელმძღვანელებთან ერთად, შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ სახლ-მუზეუმსა და ექადიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა დღე საინტერესოდ და შინაარსიანად გაატარეს, გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და სკოლაში ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: