ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა
16-12-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, 2022-23 სასწავლო წლის N1 შეხვედრა შეხვედრა, 1-ლი და მე-6 კლასის ქართულისა და მათემატიკის, მასწავლებლებთან გაიმართა.
შეხვედრაზე მოხდა გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების გრაფიკის შედგენა, გაკვეთილებზე დაკვირვების რუბრიკების გაცნობა, ვიდეოგაკვეთილების განხილვა, ასევე შეხვედრის მონაწილეებმა საგანმანათლებლო პორტალზე განთავსებული რესურსები და გეგმები დაათვალიერეს და გააანალიზეს.
მასწავლებლებმა განიხილეს სამომავლო გეგმები და იმსჯელეს მათზე. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერად და ინფორმაციულად წარიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს