ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში სახალისო სპორტული ღონისძიება ჩატარდა
16-12-2022
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, ესთეტიკის კათედრის მიერ, სასწავლო წლის დასაწყისში დაგეგმილი ღონისძიება წარმატებით ჩატარდა.
პროექტი სპორტის მასწავლებელ ლელა მიქავას ხელმძღვანელობით წარიმართა.
სპორტულ კონკურსში პირველობისთვის ორი გუნდი იბრძოდა: „ეგრისი“ და „18 სპარტელი“.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სპორტულ აქტივობებში და ხალისით იბრძოდნენ გამარჯვებისთვის. ღონისძიებაში დიდი მოტივაციითა და გამარჯვების სურვილით საკმაოდ ბევრი ბავშვი ჩაერთო. დამსწრე საზოგადობა კი, აქტიურად ამხნევებდა თავის რჩვეულ გუნდს.