ხონის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლებისთვის დოკუმენტური ფილმის ჩვენება-განხილვა მოეწყო
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, მე-10ბ კლასში დოკუმენტური ფილმის - „შემგროვებერლი ბედფორდის ქუჩიდან“ ჩვენება-განხილვა მოეწყო. აქტივობის თემა იყო - „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, საკითხის გარშემო ისაუბრეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა პრაქტიკული აქტივობებითაც დაამტკიცეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობები ნამდვილად არ არსებობს.
მათი ხელმძღვანელი მასწავლებელი მაია მაჭარაძე იყო.
იხილეთ ფოტოები: