ქვემო მახოს საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა იგავ-არაკების მიხედვით, კომიქსები შექმნეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მახოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა აქტივობა თუ ღონისძიება.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა მას შემდეგ, რაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში სახელმძღვანელოს ერთ-ერთი თავი - „სიბრძნე სიცრუისა“ დაასრულეს, კომიქსები შექმნეს შემდეგი იგავ-არაკების მიხედვით:
- კუ და მორიელი;
- აქლემი და ვირი;
- მთიელი და კაკლის ხე;
- უსამართლო შირვან შაჰი.
კომიქსის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა კლასში პერსონაჟები გააცოცხლეს და არაკის მთავარი სათქმელი გადმოსცეს. ისინი აქტივობაში უდიდესი მონსომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოვლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
აქტივობის მიზანი, რაც შემოქმედებითი უნარის და კრიტიკული აზროვნების განვითარება იყო, წარმატებით მიიღწა.
იხილეთ ფოტოები: