მაჭატიის საჯარო სკოლის მასწავლებელმა, ვენერა მღებრიშვილმა მოსწავლეები ოქროს საწმისის სამყაროში ამოგზაურა
16-12-2022

„დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ძნელია მოსწავლეებს შეაყვარო წიგნის კითხვა, ამას დაწყებით კლასებში მასწავლებლის მხრიდან სხვადასხვა მეთოდებისა და აქტივობების გამოყენება სჭირდება“,- აღნიშნავენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში, სადაც აღნიშნულ საკითხს დიდი ყურადღება ეთმობა.

ამჯერად, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, ვენერა მღებრიშვილმა, მოსწავლეები ოქროს საწმისის სამყაროში გადაისროლა. ბავშვებმა ისაუბრეს ლეგენდის გმირებზე, მოაწყეს ნახატების გამოფენა. სკოლა სომხურენოვანია და მოსწავლეები წიგნის კითხვასთან ერთად სახელმწიფო ენასაც სწავლობენ. 

მაჭატიის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობენ, ბავშვებს წიგნს პირველი კლასიდანვე აყვარებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203