„ჩვენ ვგმობთ ძალადობას!“ - ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, პედაგოგ ლანა კაკაჩიას ხელმძღვანელობით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა პროექტზე - „ჩვენ ვგმობთ ძალადობას“ მუშაობა დაასრულეს.პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და ძალადობის თემაზე ღია და საჯარო საუბარი.
პროექტის ბოლოს გაიმართა დისკუსია თემებზე:
- რას ნიშნავს ძალადობა?
- რამდენად ხშირია ძალადობა ჩვენს დროში?
- ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ძალადობის მსხვერპლი?
- ვინ არის ხოლმე მოძალადე?
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ მოსწავლეები, რამაც შეხვედრა ძალიან ინტერაქციული და საინტერესო გახადა.
მსგავსი აქტივობების განხორციელება, მოსწავლეებს სძენს სითამამეს, ამა თუ იმ პრობლემატურ საკითხზე დააფიქსირონ თავიანთი დამოკიდებულებები.
იხილეთ ფოტოები: