
ბადრი ბერანძის სახელობის ქობულეთის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა ოლიმპიადებში რთავენ. მოსწავლეებიც აქტიურობითა და მონდომებით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა წარმატება კალათბურთის შეჯიბრში მოიპოვეს. ქობულეთის N6 საჯარო სკოლის ვაჟთა ნაკრებმა კალათბურთში მუნიციპალიტეტის პირველობაზე მეორე ადგილი დაიკავა.
გუნდს ხელმძღვანელობდა ფიზიკური აღზრდის პედაგოგი სულხან შარაშიძე. გუნდის კაპიტანი გიორგი ბარამიძე გახლავთ, მისი წევრები კი - გიორგი პაპიძე, კახა შაინიძე და სანდრო ხარაზი არიან.
იხილეთ ფოტო: