„ცისფერი ყვავილი“ -დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის მასწავლებელმა, თამარ მდინარაძემ, მეთერთმეტეკლასელებთან ერთად, საინტერესო პროექტი განახორციელა
16-12-2022

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია პროექტი - „ცისფერი ყვავილი“, რომელიც სახელმწიფო ენის კათედრის მასწავლებელმა, თამარ მდინარაძემ განახორციელა.

პროექტში მეთერთმეტეკლასელები მონაწილეობდნენ, რომელთაც ქართველ რომანტიკოსთა ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და მათი ლექსები წაიკითხეს. 

„ამ დღეს, სამოთხის „მზე უკვდავ მშვენებით“ აყვავებულ რომანტიკოსთა იდუმალ სამყაროში შევაბიჯეთ მეთერთმეტეკლასელებთან ერთად! „სინაზის მნათე სულის“ ხმები გაისმოდა შთამბეჭდავად წაკითხული ლექსებიდან. ბარათაშვილი, ჭავჭავაძე, ორბელიანი, ნოვალისი, ბაირონი, მიცკევიჩი, პუშკინი და ლერმონტოვი- მიგვიძღვოდა უფაქიზესი ბუნების წიაღში... მადლობა, ჩვენს ნიჭიერ, გონიერ და კრეატიულ მოსწავლეებს, მადლობა თამარ მდინარაძეს ასეთი სასწავლო შემეცნებითი პროექტის განხორციელებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203