წყალტუბოს N1 სკოლის მეხუთეკლასელებმა კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი სათაფლიის მღვიმეში წარადგინეს
16-12-2022
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის Vა კლასის მოსწავლეებმა, იმერეთის მღვიმეების დაცულ ტერიტორიებთან თანამშრომლობის ფარგლებში, გადაწყვიტეს გასვლითი კომპლექსური დავალების დასკვნითი ეტაპი „სათაფლიას მღვიმეში“ ჩაეტარებინათ.
პროექტი საგანში - „ჩვენი საქართველო“ განხორციელდა, კომპლექსური დავალების თემასაც „სათაფლიას მღვიმე“ წარმოადგენდა.
„მასპინძლობა გაგვიწია იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიების უფროს სპეციალისტმა ლაშა ერბელიძემ, მან ყურადღება გაამახვილა თუ როგორია სათაფლიას გეოგრაფიული მდებარეობა, რელიეფი და კლიმატი, მღვიმეების სტრუქტურა და რას წარმოადგენს სტალაქტიდები და სტალაგმიტები.
აქტივობაში აქტიურად მონაწილეობდა რეინჯერი ბელა ნამგალაძე, რომელმაც გვიამბო მღვიმის ისტორია და ამომწურავად გასცა პასუხი მოსწავლეთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მღვიმის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები.
სკოლის სახელით დიდ მადლობას ვუხდით მათ ამ საინტერესო დღისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს