ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში წინასაახალწლო სამზადისია - მოსწავლეებმა ნაძვის ხე მორთეს
16-12-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფუშრუკაულის საჯარო სკოლაში საწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პროფესიონალი პედაგოგები როგორც მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, ასევე მათ მოტივირებასა და განწყობაზეც ზრუნავენ.
სკოლის გუნდი ცდილობს, რომ მოსწავლეების ინტერესებზე მორგებული გარემო შექმნას.
ამჯერად, მოსწავლეებმა საახალწლო ნაძვის ხე მორთეს. სკოლაში ჯადოსნური, სადღესასწაულო განწყობა იყო, ემოციებს ვერავინ ვერ მალავდა.
აღსანიშნავია, რომ ამ აქტივობაში ყველა განსაკუთრებული ხალისითა და მონდომებით ჩაერთო, მათ საახალწლო სურვილებიც გაცვალეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს