საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა
16-12-2022

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ. 

15 დეკემბერს, სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა. ვიქტორინაში მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მონაწილეები კენჭისყრის მეშვეობით 2 ჯგუფად განაწილდნენ.

გუნდების სახელწოდება იყო - „მეტეორი“ და „ყოვლისშემძლეები“.

შეჯიბრი 3 მიმართულებით წარიმართა: ამოცანების ამოხსნა, პორტრეტებით მათემატიკოსების ამოცნობა, კროსვორდის ამოხსნა.

გამარჯვებისთვის ბრძოლა დაძაბული და აქტიური იყო, გაიმარჯვეს „მეტეორებმა“, რომლის კაპიტანი მაგდა ჭიჭაღუა გახლავთ, სულ მცირე სხვაობით ჩამორჩნენ „ყოვლისშემძლეები“. გუნდის კაპიტანი - ლუკა ფიფიაა. 

ღონისძიებას პედაგოგი ნინო ჩიქობავა ხელმძღვანელობდა, რომელიც ყველა მონაწილეს მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203