ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდნენ
16-12-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას შეუერთდა.

სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, კამპანიის ფარგლებში, თემაზე - „არა ქალზე ძალადობას“ შემდები აქტივობები განხორციელდა:

  • აქცია სკოლის ეზოში;
  • საინფორმაციო შეხვედრა- პრეზენტაციები;
  • შეხვედრა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები: „ქალთა მიმართ ძალადობა“- ნატა ყურშუბაძე, „ ოჯახში ძალადობა“- ანა ყურშუბაძე და  „ტრეფიკინგი“ - საბა ცეცხლაძე. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ისაუბრეს ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და მათი პრევენციის გზებზე.

გარდა ამისა, კლუბის წევრებმა პოსტერები დაამზადეს და სკოლის ეზოში აქცია „არა ქალზე ძალადობას“ გამართეს.

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სკოლაში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს - გიორგი ჩარკვიანსა და ნათია გორგილაძეს უმასპინძლეს, რომლებმაც გენდერული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს და მათი პრევენციის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრა იყო ინტერაქციული. მოსწავლეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო ასკითხებზე და მიიღეს ამომწურავი პასუხები. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად.

სკოლის კლუბ „სხივის“ კურატორი თამილა რიონიძეა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203