ქსოვრისის საჯარო სკოლას, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები ესტუმრნენ
16-12-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლას, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ესტუმრნენ. 

სამხედრო მოსამსახურეებმა მოსწავლეებთან ისაუბრეს, სამხედრო ლიცეუმის, სამხედრო აკადემიის, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ, ასევე - სამხედრო პრივილეგიებზე, წოდებებზე, სამხედრო ინფრასტრუქტურაზე, ჯავშან-ტექნიკაზე და სხვა საინტერესო თემებზე. 

სამხედრო ინსრტუქტორებმა მოსწავლეებს ასევე აჩვენეს თემატური ვიდეორგოლები საქართველოს ეროვნული გმირების შესახებ, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში, რამაც ბავშვებში დიდი ინტერესი და მოწონება გამოიწვია.

სტუმრებმა მოსწავლეებს გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203