ნაგებერაოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, დიორამები შექმნეს
16-12-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოს საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კომპლექსური დავალებებია. კომპლექსურ დავალებებს სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან.

ამჯერად, მეორეკლასელებმა შეასრულეს კომპლექსური დავალება თემაზე - „იაკობ გოგებაშვილის 4 სურვილი“.

მოსწავლეებმა, კომპლექსური დავალების ფარგლებში, წელიწადის დროების მიხედვით დიორამები დაამზადეს. 

მოსწავლეებმა საინტერესო დავალებებზე ხალისითა და ინტერესით იმუშავეს და მნიშვნელოვანი უნარები შეიძინეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203