ყარაჯალის საჯარო სკოლის მოსწავლეები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას შეუერთდნენ
16-12-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში - „არა ქალთა ძალადობას“, იყო ჩართული. 

პროექტის ფარგლებში უფროსკლასელებმა მოამზადეს პრეზენტაცია ძალადობის თემატიკაზე, შექმნეს საინტერესო პლაკატები და წარუდგინეს სასკოლო საზოგადოებას. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის გზებზე. აქტივობას პედაგოგი ნ. ჯიჯელავა ხელმძღვანელობდა.

აღნიშნული შეხვედრის საშუალებით მოხდა სასკოლო თემის ინფორმირება ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე. სასიხარულოა, რომ შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ ბავშვები და ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203