ვინ გახდა ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის ინტელექტუალური თამაშის გამარჯვებული
18-04-2018
ზემო ქედის N2 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური ვიქტორინის „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონის ფინალი ჩატარდა. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-9, მე-10 და მე-11კლასის გუნდები: „კრეატივი“, „გუგლი“ და „ბესთი“ .
ფინალი საინტერესოდ და ცვალებადი უპირატესობებით მიმდინარეობდა. გუნდს გამარჯვებისთვის ექვსი ქულა უნდა მოეპოვებინა. კონკურსში სულ ათი კითხვა დაისვა და 6 სწორი პასუხი მე-11 კლასის გუნდმა „კრეატივმა" გასცა. სეზონის გამარჯვებულიც სწორედ ის გახდა. მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
სკოლის დირექციის შეფასებით, აღნიშნული ტიპის კონკურსები მოსწავლეების ჩართულობასა და განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“