დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის მოსწავლეთა წარმატება სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში
16-12-2022

ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადებში რთავენ. მოსწავლეებიც მონდომებით გამოირჩევიან და წარმატებასაც აღწევენ. 

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში იასპარეზეს წარმატებით. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა. ფინალური შეჯიბრება „მხიარულ სტარტებში“ გაიმართა. I ადგილი N1 საჯარო სკოლის გუნდმა - „მაკვარანცხი“, დაიკავა.

„მხიარული სტარტების“ გამარჯვებული გუნდის კაპიტანი ასაკით ყველაზე პატარა და ყველაზე მკვირცხლი - ვატო ჩხიკვაძე გახლავთ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მათ სპორტის მასწავლებლებს გამარჯვებას ულოცავენ. 

„წარმატებები „მაკვარაცხს“, მადლობა, სპორტის მასწავლებლებს - მარინა სიხარულიძეს, ნესტან ასამბაძეს და გოჩა ძნელაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203