ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ
16-12-2022

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში საპრიზო ადგილები დაიკავეს. 

მოსწავლეები მიღწეული წარმატებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდნენ. 

8 დეკემბერს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023“-ის მუნიციპალური ტურის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელშიც 39 სკოლის 141 გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის იყო ქუთაისის N12 საჯარო სკოლა. მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის 7 სახეობასა და „მხიარულ სტარტებში“ ეჯიბრებოდნენ.

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდებმა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023“- ში წარმატებით იასპარეზეს და მე-2 და მე-3 საპრიზო ადგილები მოიპოვეს, კერძოდ:

გოგონები:

  • ხელბურთი - მე-2 საპრიზო ადგილი;
  • ფეხბურთი - მე-3 საპრიზო ადგილი;
  • ბადმინტონი - მე-3 საპრიზო ადგილი.

ვაჟები:

  • ხელბურთი - მე-3 საპრიზო ადგილი.

გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, თასები და დიპლომები გადაეცათ.

„ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203