დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში გაცვლითი პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 
16-12-2022

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებსა და პროექტებში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ევროკავშირის დაფინანსებით, ახალგაზრდა ევროპული ელჩების ქსელის ორგანიზებით, ERASMUS+ გაცვლითი პროგრამების საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. მას ნიკა ჩუგოშვილი უძღვებოდა.

მოსწავლეები მის მიმდინარებაში ინტერესით ჩაერთნენ, ამომწურავი პასუხები მიიღეს და საჭირო ინფორმაცია გაიგეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203